

მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "ჩელსის" მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელი რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო.
"ბევრი უნდა ვიფიქროთ, რადგან ხვალინდელი თამაში არ არის გადამწყვეტი, მაგრამ მას შეუძლია მოგცეს უპირატესობა საპასუხო შეხვედრაში.
"გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება დავიმსახურეთ.
"ვალვერდე? ის კარგადაა. ჩვენ მას ძალიან კარგად ვიცნობთ. ის განსაკუთრებული ბიჭია. მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთება არ მინდა.
"გვსურს, ხვალ კარგად ვითამაშოთ. დაცვა და შეტევა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ეს "ვილიარეალთან" მატჩში ვიხილეთ.
"გასულ სეზონში ჩელსისთან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ. კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და აუცილებლად მოტივირებულები იქნებიან.
"გაგვიმართლა თუ არა წინა სეზონში? რა თქმა უნდა, მოგება დავიმსახურეთ. სხვებზე უკეთ ვითამაშეთ. ეს გამართლება არ არის.
"ვინ ითამაშებს მაცხენა მცველად? ალაბა ცენტრში ბევრად უკეთესია და ეს "ბარსელონასთან" თამაშშიც გამოჩნდა.
"მაღელვებს თუ არა ჩელსის პოზიცია პრემიმერ ლიგაში? დიახ, ვინაიდან იქ კარგი მოგონებები მაკავშირებს. ამ კლუბის გულშემატკივარი ვარ. ჩელსიში დაბურნება? არა.
"ვინისიუსი შეუჩერებელია და არასოდეს წყვეტს თავდამსხმას. ის არაჩვეულებრივია.
"ეს არის მეგორების გუნდი. აქ იციან როდისაა საჭირო ხუმრობა და როდის სერიოზულობა. როდესაც საქმე სერიოზულ საკითხს ეხება, ჩემი ფეხბურთელები ძალიან კონცენტირებულნი არიან.
"თუ კოპა დელ რეის მოვიგეთ, გამოვა, რომ საკლუბო დონეზე ყველა ტიტულის მოსაგებად ორი სეზონი დაგვჭირდება", - განაცხადა იტალიელმა.



