1 წლის და 9 თვის წინ
თანხა ცნობილია - რამდენის გადახდას გეგმავს "რეალი" ჩუკუეზეს სანაცვლოდ
თანხა ცნობილია - რამდენის გადახდას გეგმავს "რეალი" ჩუკუეზეს სანაცვლოდ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხენებათ, ლა ლიგის წინა ტურში მადრიდის "რეალისა" და "ვილიარეალის" დაპირისპირება შედგა, სადაც "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფეხბურთელმა, სამუ ჩუკუეზემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა "ბლანკოსის" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"RadioMarca"-ს ინფორმაციით, მადრიდელები 23 წლის შემტევის დამატებით დაინტერესდნენ.

როგორც ირკვევა, "თეთრები" მზად არიან, სამუს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აქვე გეტყვით, რომ ჩუკუეზეს "ვილიარეალთან" კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

რაც შეეხება ნიგერიელის მონაგარს, მიმდინარე სეზონში მან 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლთან ერთად, 12 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები