1 წლის და 9 თვის წინ
"რეალი" დანი ოლმოთი დაინტერესდა - ახალი ცნობები
"რეალი" დანი ოლმოთი დაინტერესდა - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "Relevo"-მ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მადრიდელები "ლაიფციგის" ფეხბურთელის, დანი ოლმოს გადაბირებითაა დაინტერესებული.

როგორც იწერება, ამ მომენტისთვის "სამეფო გუნდი" ესპანელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის თავდამსხმელს გერმანელებთან კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება.

რაც შეეხება მის მონაგარს, მიმდინარე სეზონში ოლმომ "ლაიფციგის" მაისური 22-ჯერ მოირგო და 3 გოლთან ერთად, 5 საგოლე პასი მიითვალა.


Facebook კომენტარები