1 წლის და 1 თვის წინ
ჩავი: "კამავინგამ რაფინიას დიდი პრობლემები შეუქმნა"
ჩავი: "კამავინგამ რაფინიას დიდი პრობლემები შეუქმნა"
ავტორი
Aa

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ჟირონასთან" მატჩის წინ პრესკოფერენცია გამართა.

ბუნებრივია, ახალგაზრდა სპეციალისტს მადრიდის "რეალთან" განცდილ გამანადგურებელ მარცხზეც მოუხდა საუბარი.

"გავაანალიზეთ, თუ რა მოხდა ოთხშაბათს. სპეციფიკური შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს უკვე გადაშლილი ფურცელია.

"არ ვფიქრობ, რომ ერთი ერთზე თამაშის უნარში გვიჭირს. მართალია, კამავინგამ რაფინიას დიდი პრობლემები შეუქმნა, თუმცა დემბელეს, ბალდეს, ანსუსა და ფერანს ეს შეუძლიათ.

ჩვენ ვიზრდებით, როგორც გუნდი, მაგრამ დიდ მატჩებში დაღვინებულობა გვაკლია. ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "კლასიკოში" გამარჯვების შემდეგ "რეალმა" კოპა დელ რეის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც "ოსასუნას" დაუპირისპირდება,


Facebook კომენტარები