როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის "რეალმა" "ვილიარეალს" უმასპინძლა და დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ კი ადგილი ჰქონდა დაძაბულობას და ჩხუბს, რომელიც ფედე ვალვერდესა და ალექს ბაენას შორის მოხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაბრაზებული ფედე მეტოქე ფეხბურთელს ავტობუსთან ელოდებოდა და როცა იგი მივიდა, ურუგვაელმა მუშტი დაარტყა.
ბუნებრივია, ვალვერდეს ამის მიზეზი ჰქონდა.
როგორც იწერება, "ვილიარეალთან" გამართული წინა შეხვედრის დროს ბაენამ ფედე უხეშად "მოჩეხა" და ასეთი ფრაზა უთხრა: "იტირე, რადგან შენი შვილი აღარ დაიბადება".
ამან ვალვერდე ძალიან გააბრაზა, მაგრამ იმ მომენტში იგი დააიგნორა, თუმცა გუშინ ალექსმა იგივე გაიმეორა და ფედემ ეს უკვე აღარ აპატია.
როდესაც ბაენა ავტობუსთან მივიდა, ვალვერდემ უთხრა: "კიდევ გაიმეორე, რაც შემს შვილზე თქვი" და ამის შემდეგ ხელი დაარტყა.
როგორც ირკვევა, პოლიცია უკვე საქმეშია. ეს ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, თუმცა "ვილიარეალი" ამის გამოყენებას არ აპირებს, თუ ეს თავად ბაენამ არ მოისურვა.