1 წლის და 5 თვის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ვილიარეალთან" მატჩის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ვილიარეალთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისა" და "ვილიარეალის" მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.

"ფეხბურთელები დაღლილობას გრძნობენ, ამიტომ უნდა ავარჩიოთ ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ სასტარტოდან დაიწყებენ.

"ოთხშაბათის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ფინალში გასვლა შევძელით.

"ამ სეზონში თავს ბევრად თავდაჯერებულად ვგრძნობთ. ქამბექები ძალიან გვაძლიერებს.

"მოდრიჩისა და კროოსის კონტრაქტები? ისინი ამ საკითხს კლუბთან განიხილავენ. 

"მოდრიჩის, კროოსის და ბენზემას ხარისხი უნიკალურია. მათ შემცვლელებს ვერ ვიპოვით.

"მჯერა, რომ მომავალ სეზონში მოდრიჩი, კროოსი და ბენზემა. აქ იქნებიან.

"როდრიგო კარგად არის და ხვალ ითამაშებს. ვფიქრობ, ის სასტარტოდან დაიწყებს. გვიან მივიდა, რადგან პირადი პრობლემა ჰქონდა.

"კამავინგა, ჩუამენი, ვალვერდე და სებალოსი ამ კლუბის მომავალია. მოდრიჩი, კაზემირო და კროოსი შეუცვლელები არიან, ამიტომაც რეალს მოუწევს სხვაგვარად თამაში", - განაცხადა კარლომ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 8 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება


Facebook კომენტარები