1 წლის და 1 თვის წინ
ბენზემამ რაულს გადაუსწრო - ფრანგის ბრწყინვალე შედეგი
ბენზემამ რაულს გადაუსწრო - ფრანგის ბრწყინვალე შედეგი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი შედგა, სადაც მადრიდელებმა 0:4 გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრაში "სამეფო გუნდის" ლიდერმა, კარიმ ბენზემამ ჰეტ-ტრიკი შეასრულა და "ელ კლასიკოში" გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ რაულ გონსალესს გადაუსწრო.

ფრანგს "ბლაუგრანას" წინააღმდეგ 16 გატანილი გოლი დაუგროვდა რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.

აქვე გეტყვით, პირველ, მეორე და მესამე ადგილს ლიონელ მესი (26), კრიშტიანუ რონალდუ (18) და ალფრედო დი სტეფანო (18) იკავებენ.


Facebook კომენტარები