1 წლის და 7 თვის წინ
"სამწუხაროა, რომ შენ..." - ვინისიუსისა და გავის დიალოგი მატჩის შემდეგ
"სამწუხაროა, რომ შენ..." - ვინისიუსისა და გავის დიალოგი მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც იცით, კოპა დელ რეის ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" მატჩი ვიხილეთ, სადაც "ბლანკოსმა" ორმატჩიან დუელში 4:1 გაიმარჯვა.

საპასუხო მატჩის მსვლელობისას, ვინისიუს ჟუნიორსა და გავის შეკამათება რამდენჯერმე მოუწიათ.

შეხვედრის პირველ ნახევარში ესპანელმა "ბლანკოსის" გარემაბს შემდეგი რამ უთხრა: "ძალიან ცუდი ხარ".

ზუსტად იგივე წინადადება გაუმეორა ბრაზილიელმა "ბლაუგრანას" ნახევარმცველს, როდესაც მადრიდელთა უპირატესობა 4:0 გახდა.

სიტყვიერი შელაპარაკება, ასევე, მათ თამაშის დასრულების შემდეგაც მოუვიდათ, როდესაც ვინისიუსმა გავის უთხრა: "სამწუხაროა, რომ შენ, შენ კლუბთან ერთად კოპა დელ რეიდან გავარდი".

აქვე გეტყვით, რომ "რეალის" მეტოქე აღნიშნული ტურნირის ფინალში "ოსასუნა" იქნება.


Facebook კომენტარები