1 წლის და 5 თვის წინ
"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ" - რა თქვა ჩავიმ კლასიკოს შემდეგ
"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ" - რა თქვა ჩავიმ კლასიკოს შემდეგ
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწრთვნელმა ჩავი ერნანდესმა კლასიკოში მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"მძიმე მარცხია, რომელმაც გვატკინა. რთული ღამის შემდეგ უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ ამის მონელება შევძლოთ. იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შედეგი ამბობს."

"პირველ ტაიმში ძალიან კარგები ვიყავით, მათი კონტრშეტევა ბოლო წუთზე უნდა შეგვეწყვიტა. გოლმა შესვენების შემდეგ მოგვკლა. ჩვენ უნდა ვიყოთ თვითკრიტიკული და გავაგრძელოთ."

"ჩვენ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ პირველ თამაშში და ამ მატჩის პირველ ტაიმში. მე უკვე ვთქვი, რომ მადრიდელები ფავორიტები იყვნენ, ისინი ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებულები არიან."

"ჩემი აზრით, სუპერთასის და ლა ლიგის მოგება კარგ სეზონს ნიშნავს." - თქვა ჩავიმ.


Facebook კომენტარები