2 წლის და 9 თვის წინ
"ეს არც კი გაიფიქრო" - ანჩელოტი ვინის კლასიკოსთვის აფრთხილებს
"ეს არც კი გაიფიქრო" - ანჩელოტი ვინის კლასიკოსთვის აფრთხილებს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "ელ კლასიკო" გაიმართება.

"ბარსელონა" და "რეალი" ესპანეთის თასის ეგიდით ითამაშებენ. "რეალს" კი მხოლოდ გამარჯვება მისცემს ხელს, თანაც ორ ბურთიანი სხვაობით, რადგან პირველი მატჩი მადრიდელებმა 0:1 დათმეს.

ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ვინისიუს ჯუნიორი უნდა იყოს, რომელსაც ბოლო კლასიკოებში რონალდ არაუხო პირად მცველად ჰყავს მივლენილი.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით კარლო ანჩელოტიმ ვარჯიშზე ვინი გააფრთხილა, რომ არც კი იფიქროს, რომ იგი კატალონიელთა პროვოკაციებს წამოეგოს და იმ მენტალურ ბრძოლაში შევიდეს, რომელიც მათი მხრიდან აუცილებლად იქნება.

თუ ეს ასე არ მოხდა, ვინი თავის საქმეს იდეალურად გააკეთებს და შედეგიც გუნდისთვის წესით და რიგით, სასურველი იქნება.


Facebook კომენტარები