2 წლის და 9 თვის წინ
"რეალმა" მედნის ფასი დაადო - რა თანხად დათმბოს კლუბი ფრანგს
"რეალმა" მედნის ფასი დაადო - რა თანხად დათმბოს კლუბი ფრანგს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ფერლან მენდი ბოლო პერიოდში ტრავმებისკენაა მიდრეკილი.

ამ სეზონში ფრანგ მარცხენა მცველს დაახლოებით 2 თვე გაუცდა და დაბრუნების შემდეგ მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 კვირას იუქმებს.

ფერლანის ასეთი არასტაბილურობის გამო, მის გაყიდვაზე "სამეფო გუნდში" აქტიურად საუბრობენ.

თომას გონსალესის ინფორმაციით, "ბლანკოსმა" 27 წლის ფეხბურთელს სატრანსფერო ფასიც დაადო.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მსურველი კლუბი მენდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის, "რეალი" მას დაუფიქრებლად გაყიდის.

აქვე გეტყვით, რომ ფერლანს მადრიდელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წელს უმთავრდება.


Facebook კომენტარები