2 წლის და 9 თვის წინ
ზიდანმა სტაფი მოაბილიზა - ბრუნდება თუ არა ფრანგი "რეალში"?
ზიდანმა სტაფი მოაბილიზა - ბრუნდება თუ არა ფრანგი "რეალში"?
ავტორი
Aa

Defensa Central მადრიდის "რეალის" ყოფილ მწრთვნელთან ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით ახალ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანგმა სპეციალისტმა მისი სტაფი უკვე მოაბილიზა და ზაფხულში ისინი საქმეში დაბრუნდებიან.

აღნიშნული ტაბლოიდი წერს, რომ ზიზუ ნებისმიერი გუნდის შემოთავაზებას არ დათანხმდება, რადგან მას თავისი მოთხვონები აქვს.

ბუნებრივია, გაიჟღერა "რეალში" დაბრუნების შესაძლებლობამაც. ამასთან დაკავშირებით იწერება, რომ ზიდანის მადრიდში დაბრუნება გამორიცხული არ არის, თუმცა რამდენად მოხდება ეს, რთული სათქმელია.

ასე რომ, სულ მალე ზიზუს ისევ საქმეში ვიხილავთ.


Facebook კომენტარები