2 წლის და 9 თვის წინ
"რეალს თუ მოესურვება, ამას გააკეთებს" - ანჩელოტი თავის მომავალზე საუბრობს
ავტორი
Aa
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა "ვალიადოლიდთან" გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
ბუნებრივია, რომ კარლოს მის მომავალზეც დაუსვეს კითხვა, თუმცა მან კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.
"ჩემი მომავალი? უკვე გითხარით, რომ ამაზე საუბარი არ მსურს. მომდევნო ორი თვე ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან საქმეზე ვარ კონცენტრირებული."
"ჩემი მიზანია არსებული კონტრაქტი ბოლომდე მივიყვანო. შემდეგ კი რეალში თუ მოესურვებათ, ან გამიშვებენ, ან 2034 წლამდე დავრჩები." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მოგეხსენებათ, კარლოს გუნდმა "ვალიადოლიდი" დიდი სხვაობით 6:0 დაამარცხა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ