1 წლის და 10 თვის წინ
რა შემთხვევაში განახორციელებს "რეალი" დიდ ტრანსფერებს - ახალი ცნობები
რა შემთხვევაში განახორციელებს "რეალი" დიდ ტრანსფერებს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მადრიდის "რეალი" ზაფხულში ბევრი ფეხბურთელის დამატებას არ გეგმავს.

ეს გასაკვირია, ვინაიდან გუნდს აშკარად გადახალისება სჭირდება.

ასეთ ფონზე კი "ბლანკოსთან" დაახლოებული ჟურნალისტი მარიო კორტეხანა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, თუ მადრიდელებმა სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულეს, ასეთ შემთხვევაში ფლორენტინო პერესის გეგმები უკვე შეიცვლება და შესაძლოა, მან რამდენიმე ძვირიანი ტრანსფერიც განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსი" სამივე ტიტულისთვის ჯერ კიდევ იბრძვის, მაგრამ ვითარება არც თუ ისე მარტივადაა.


Facebook კომენტარები