1 წლის და 10 თვის წინ
ამაზე ნაკლებად გამორიცხულია - "ნაპოლიმ" "რეალს" კვარას ფასი დაუსახელა
ამაზე ნაკლებად გამორიცხულია - "ნაპოლიმ" "რეალს" კვარას ფასი დაუსახელა
ავტორი
Aa

უკანასკნელ დღეებში "ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. იტალიური გამოცემების მიერ გაჟღერებული ცნობებიდან ვიგებთ, რომ კვარათი "პსჟ", "რეალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი.

რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შესახებ "პარტენოპეიშიც" იციან. როგორც მოარული ხმები გვაუწყებენ, ნეაპოლელები საგანგებო ზომების მიღებასაც აპირებენ და ხვიჩას მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს შესაძლებლობა, "ნაპოლი" კვარას მოსალოდნელზე ადრე შეელიოს. ეს მაშინ მოხერხდება, თუ სამხრეთ იტალიაში 120 მილიონი ევროს ღირებულების წინადადებას მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩას მსურველი "ნაპოლის" 120 მილიონზე ნაკლებ თანხას შესთავაზებს, წინადადება ავტომატურად დაიბლოკება.


Facebook კომენტარები