1 წლის და 5 თვის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ვალიადოლიდთან" მატჩის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ვალიადოლიდთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

როგორც იცით, ხვალ მადრიდის "რეალი" "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრის წინ, "ბლანკოსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"ბრაზილია? არაფერი არ ხდება ამ ნაკრებთან. "სამეფო გუნდში" კონტრაქტის ამოწურავმდე დარჩენა მსურს.

"მომავალ თამაშებზე ვართ ორიენტირებულნი. ჩემი კონტრაქტი და მომავალი ჯერ არ მაწუხებს.

"კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ.

"მენდი ამ სეზონში ბევრჯერ არ გაუმართლა. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ მისი ჩანავლება ძალიან კარგად მოვახერხეთ.

"ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთ ნაკრებში ითამაშეს, ყველანი კარგად არიან. ისინი კარგ ფორმაში დაბრუნდნენ. ხვალისთვის მზად ვართ.

"ადრე ვთქვი, რომ "რეალის" შემდეგ სამწრთვნელო კარიერას დავასრულებდი, თუმცა ახლა ამას არ ვამბობ.

"არ ვფიქრობთ ჩემს მომავალზე. ფეხბურთელები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობენ. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ვალიადოლიდზე, ბარსელონასა და ჩელსიზე.

"თუ ბრაზილიის ფედერაციის პრეზიდენტს სურს ჩემთან საუბარი, სიამოვნებით დაველაპარაკები", - განაცხადა იტალიელმა.


Facebook კომენტარები