2 წლის და 9 თვის წინ
მბაპე "რეალის" ლიდერებს დაუკავშირდა - რა უთხრა ფრანგმა მათ
ავტორი
Aa
მადრიდის "რეალისა" და კილიან მბაპეს საგა ისევ თავიდან იწყება.
წინა წლის იმედგაცრუების შემდეგ, ფრანგმა ვარსვკავმა "ბლანკოსისკენ" გული ისევ შემოიბრუნა.
თავის მხრივ, მის დამატებაზე უარს არც "სამეფო გუნდი" იტყვის, როგორც ამას სხვადასხვა გამოცემა წერს.
Diario AS-ის ინფორმაციით, მბაპე "რეალის" ლიდერებს უკვე დაუკავშირდა და მათ უთხრა, რომ მისი მიზანი მადრიდში გადმობარგებაა.
აღსანიშნავია, რომ უდიდესი ალბათობით, ეს არა წელს, არამედ 2024-ში მოხდება. მაშინ, როცა კილიანი თავისუფალი აგენტი გახდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ