მადრიდის "რეალი" ძველ სამიზნეს კილიან მბაპეს მიუბრუნდა.
როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენის" ვარსვკვლავი "სამეფო გუნდის" მთავარ სამიზნედ ითველბოდა. ბევრს ტრანსფერი გარანტირებულიც ეგონა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
არაერთი გამოცემის ინფორმაციით, სცენარის იმ განვითარებამ, რომელიც ფრანგს უწია, მისთვის უკვე კარგი აღარ არის და "რეალში" ტრანსფერი ისევ სურს.
აღნიშნულ თემაზე ახალ ინფორმაციას Diario AS ავრცელებს. გამოცემის ცნობით, "ბლანკოსში" სურთ, რომ კილიანი 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.
მადრიდელები ფიქრობენ, რომ მათ კიდევ ერთი წელი უნდა მოიცადონ და მბაპე უფასოდ დაიმატონ, როგორც ამას გასულ ზაფხულს აპირებდნენ.
ცნობილია, რომ თუ კილიანი ზაფხულში "პსჟ"-სთან კონტრაქტს არ განაახლებს, მას 2024 წელს გუნდის დატოვება შეეძლება.