1 წლის და 10 თვის წინ
200 მილიონიანი შენაძენი - "რეალი" სუპერტრანსფერს განახორციელებს?!
200 მილიონიანი შენაძენი - "რეალი" სუპერტრანსფერს განახორციელებს?!
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ერთ დროს ერლინგ ჰოლანდი მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა კლუბი კილიან მბაპეს ამბებზე იმდენად იყო გადართული, რომ ნორვეგიელის შეძენა მათ დიდად არც უცდიათ.

ახლა კი, როცა ერლინგი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავს, მადრიდელებისა და ჰოლანდის კავშირზე მედია კვლავ წერს.

Defensa Central-ის ინფორმაციით, "ბლანკოსში" ტრანსფერის დიდი სურვილი თავად ნორვეგიელს აქვს, რადგან იგი თვლის, რომ ინგლისში, კერძოდ კი გვარდიოლას გუნდში, მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვერ იყენებს.

ჰოლანდის კონტრაქტში 200 მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტია, თუმცა მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, მას სურს, რომ "ქალაქელთა" რიგები მალე დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციას Defensa Central ავრცელებს და სრულიად შესაძლებელია, ეს მორიგი ჭორი იყოს.


Facebook კომენტარები