2 წლის და 1 თვის წინ
სად გააგრძელებს კარიერას რონალდუ - კრიშტიანუს რამდენიმე ვარიანტი აქვს
სად გააგრძელებს კარიერას რონალდუ - კრიშტიანუს რამდენიმე ვარიანტი აქვს
ავტორი
Aa

ოფიციალურად, კრიშტიანუ რონალდუ თავისუფალი აგენტი გახდა, პორტუგალიელს ნებისმიერ კლუბში გადასვლა შეუძლია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლეგენდარულ ფორვარდს კონტრაქტი გაუწყვიტა, მთავარი მიზეზი კი პირს მორგანთან ჩაწერილი ინტერვიუ იყო.

რონალდუ კარიერის დასრულებას ნამდვილად არ აპირებს, ამიტომაც ძალიან საინტერესოა, სად წავა 37 წლის შემტევი.

ჯერჯერობით, კრიშტიანუ მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და კლუბებთან არ აქვს მოლაპარაკებები, მაგრამ რამდენიმე ფავორიტი გამოკვეთილია.

ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი შანსი "სპორტინგს" აქვს, რონალდუს ყოფილ კლუბში ეპატიჟებიან.

დიდი ალბათობით, კრიშტიანუ ევროპას დატოვებს და კარიერას საუდის არაბეთში, ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში გააგრძელებს.


Facebook კომენტარები