1 წლის და 10 თვის წინ
ანჩელოტის "რეალთან" ორი მოთხოვნა აქვს - ერთ-ერთი კვარაცხელიაა
ანჩელოტის "რეალთან" ორი მოთხოვნა აქვს - ერთ-ერთი კვარაცხელიაა
ავტორი
Aa

ესპანური გამოცემის Defensa Central-ის ინფორმაციით, მომავალი ზაფხული მადრიდის "რეალისთვის" ძალიან დატვირთული იქნება.

როგორც იწერება, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდელები დიდ აქტიურობას გეგმავენ.

ისინი იჯარით გაშვებული არაერთი ფეხბურთელის დაბრუნებას გეგმავენ, თუმცა გარდა ამისა, კარლო ანჩელოტის თავისი მოთხოვნები აქვს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, იტალიელი სპეციალისტის მთავარი მოთხოვნა შეტევის გაძლიერებაა. Defensa Central-ის ცნობით, კარლომ კლუბს უკვე აცნობა მისი სურვლილის შესახებ, რომელიც "ბლანკოსში" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მოყვანას უკავშირდება.

გარდა ამისა, კარლოს ცენტრ ფორვარდის დამატება სურს, რადგან მისი აზრით, კარიმ ბენზემას კარგი შემცვლელი სჭირდება.

შესაბამისად, ანჩელოტის ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ კვარაა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა.


Facebook კომენტარები