1 წლის და 11 თვის წინ
სხვაობა საკმაოდ დიდია - რამდენი იქნება კვარას ხელფასი "რეალში" გადასვლის შემთხვევაში
სხვაობა საკმაოდ დიდია - რამდენი იქნება კვარას ხელფასი "რეალში" გადასვლის შემთხვევაში
ავტორი
Aa

ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა "ნაპოლის" ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ერთ-ერთი მონაკვეთში ტაბლოიდი მადრიდის "რეალისა" და კვარას კავშირზე წერს, სადაც ყურადღება მის ანაზღაურებაზეა გამახვილებული.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" გეგმებში ქართველის გაშვება არ შედის. ამისთვის კი მათი ერთ-ერთი მთავარი გეგმა ხვიჩასთვის ხელფასის მომატებაა, რომელიც ამჟამად 1 მილიონს უტოლდება.

გამოცემის ცნობით, კი ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელები, შესაძლოა, პრობლემემსაც შეეჯახონ, ვინაიდან მაგალითად, "რეალს" კვარაცხელიასთვის წლიური ანაზღაურების სახით, როგორც მინიმუმ, 8.7 მილიონი ფუნტ სტერლინგის შეთავაზება შეუძლია. მაშინ, როცა თავად "ნაპოლი" მას 2 მილიონს სთვაზობს.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსის" ხვიჩასადმი ინტერესი მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა.


Facebook კომენტარები