2 წლის და 9 თვის წინ
ტუხელი "რეალთან" შეთანხმებასთან ახლოს იყო - რა ინფორმაცია ვრცელდება გერმანელზე
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწრთვნელად ტომას ტუხელი დაინიშნა.
სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისთან კონტაქტი მადრიდის "რეალსაც" ჰქონდა, რადგან ისინი ტომასს ანჩელოტის შემცვლელად განიხილავდნენ.
თუმცა "ბაიერნმა" უფრო სწრაფად იმოქმედა და ნაგელსმანი ტუხელით ჩაანაცვლა.
ბრუნო ანდრადე წერს, რომ ტუხელი და "ბლანკოსი" საკმაოდ ახლო კონტაქტზე იყვნენ. მეტიც, გერმანელ სპეციალისტს ფლორენტინოსთან იმ ფეხბურთელების სიაც გამოგზავნილი ჰქონდა, რომლის დამატებაც მას "რეალში" ენდომებოდა.
თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ეს აღარ გამოვა, რადგან ტუხელი უკვე "რეკორდმაისტერის" თავკაცია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ