2 წლის და 9 თვის წინ
ნაგელსმანი "რეალზე": "2018 წელს ჩვენ ამაზე შევთანხმდით"
ავტორი
Aa
იულიან ნაგელსმანის "ბაიერნიდან" გარშვების შემდეგ, უფრო და უფრო მეტი იწერება, გერმანელი სპეციალისტის მადრიდის "რეალში" შესაძლო მოსვლაზე.
ჟურნალისტი კერი ჰაუ წერს, რომ "ბლანკოსისთვის" ნაგელსმანი მართლაც რეალური კანდიდატია, თუ ანჩელოტი კლუბს დატოვებს.
სხვადასხვა გამოცემები გერმანელის ძველ ციტატებს იხსენებენ, სადაც იგი მადრიდულ გუნდზე საუბრობს.
"არაფერია "რეალზე" დიდი. როდესაც მადრიდიდან გირეკავენ, რთულია, მათ უარი უთხრა." - 2018 წლის განცხადება.
"2 წლის წინ რეალს ჩემი მწრთვნელად დანიშვნა სურდა, თუმცა მე უარი ვუთხარი. მაშინ შევთანხმდით, რომ თუ მომავალში კვლავ დავჭირდებოდი და თავისუფალი ვიქნებოდი, ისევ დამირეკავდნენ." - განაცხადა მან 2021 წელს.
ასე რონ, შეგვიძლია ნაგელსმანი ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად განვიხილოთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ