1 წლის და 6 თვის წინ
სურს თუ არა მოდრიჩს რონალდუსთან ერთად თამაში - ხორვატის პასუხი
სურს თუ არა მოდრიჩს რონალდუსთან ერთად თამაში - ხორვატის პასუხი
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა "DiarioAS"-თან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გთავაზობთ, მცირე ამონარიდ ხორვატის ინტერვიუდან.

"მსურს თუ არა რონალდუსთან ერთად ისევ თამაში? არ ვიცი ამაზე სხვაგვარად როგორ გიპასუხოთ. ყველა ამას მეკითხება და სულ ერთიდაიგივე პასუხი მაქვს. ჩემი სურვილი "რეალში" დარჩენაა.

"ალ-ნასრში გადასვლა?  ეს მხოლოდ ჭორებია. ვიცი, თქვენ ჟურნალისტებს მსაგვის ინფორმაციის გავრცელება გიწევთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ "ბლანკოსში" დარჩენა მსურს.

"ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც კიდევ ვთამაშობ. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, რაც მაბედნიერებს", - თქვა ლუკამ.


Facebook კომენტარები