2 წლის და 9 თვის წინ
ცნობილია - განიხილავს, თუ არა "რეალი" ნაგელსმანის კანდიდატურას
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, არის შანსი, რომ კარლო ანჩელოტიმ სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალი" დატოვოს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.
ბუნებრივია, მადრიდელები უკვე განიხილავენ, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კარლო. როგორც იწერება, მათ სიაში იყო ტომას ტუხელი, რომელი უკვე "ბაიერნის" თავკაცია.
შესაბამისად, გათავისულფდა იულიენ ნაგელსმანის კანდიდატურა.
გერმანელ სპეციალისტს "ბლანკოსთან" ადრეც აკავშირებდნენ. ახლა კი ასეთ ფონზე ეს კავშირი მედიის განხილვის საკითცი ისევ გახდა.
Relevo-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" ნაგელსმანის ვარიანტს, როგორც ანჩელოტის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატურას მართლაც განიხილავს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ