2 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - როგორ კონტრაქტს გააფორმებს "რეალი" ენდრიკთან
ავტორი
Aa
უკვე არაერთმა გამოცემამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალმა" "პალმეირასთან" ენდრიკის ტრანსფერის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.
როგორც იწერება, მადრიდიდელები ბრაზილიელის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონ ევროს გადაიხდიან და ფეხბურთელი "სამეფო გუნდს" 2024 წელს შეუერთდება (როცა იგი სრულწლოვანი გახდება).
ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ცნობები ასევე კონტრაქტის თაობაზეც გაავრცელა.
მისი თქმით, "ბლანკოსი" ენდრიკს სულ მალე გაუმზადებს ხელშეკრულებას, რომელიც მას კლუბთან 2030 წლამდე დააკავშირებს.
აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელის დამატება რამდენიმე ევროპულ გრანდსაც სურდა, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავის პრიორიტეტი "რეალში" თამაში იყო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
1 თვის და 3 კვირის წინ
"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
2 თვის და 2 კვირის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
3 თვის და 2 კვირის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე