იულიენ ნაგელსმანი მიუნხენის "ბაიერნმა" მთავარი მწრთვნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
მის მაგივრად, გერმანულმა კლუბმა ტომას ტუხელი მოიყვანა, რომელიც ამ დროის განმავლობაში უკლუბოდ იყო.
"ბლანკოსთან" დაკავშირებულმა ტვიტერის გვერდებმა საინტერესო ცნობები გაიხსენეს. მაშინ, როცა ნაგელსმანმა "რეკორდ-მაისტერი" ჩაიბარა, ასეთი განცხადება გააკეთა.
"2 წლის წინ რეალისგან ზარი მივიღე, მათ ჩემი მწრთვნელად დანიშვნა სურდათ, თუმცა ეს არ გამოვიდა. თუ კიდევ დამირეკავენ მომავალში, პასუხი შეიძლება, განსხვავებული იუოს. იმ მომენტისთვის მოსამზადებლად დრო არ მქონდა, რადგან ესპანური საერთოდ არ ვიცოდი და გამოცდილებაც დიდი არ მქონდა."
ნაგელსმანის ეს სიტყვები და ასევე მარიო კორტეხანას 2021 წლის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მადრიდელები გერმანელ სპეციალისტზე დაკვირვებას არც მაშინ შეწყვეტდნენ, თუ იგი "ბაიერნს" ჩაიბარებდა, გულშემატკივრებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, კარლო ანჩელოტის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატად "სამეფო გუნდში" სწორედ ნაგელსმანს განიხილავენ.