1 წლის და 1 თვის წინ
რა ნომრით ითამაშევს კვარაცხელია "რეალში" - საინტერესო ამბავი
რა ნომრით ითამაშევს კვარაცხელია "რეალში" - საინტერესო ამბავი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში "ნაპოლის" ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ.

გარდა ამისა, "ბლანკოსის" ინტერესის შესახებ მამუკა ჯუღელმაც ისაუბრა.

ესპანური გამოცემა Defensa Central კი საინტერესო საკითხზე წერს. კერძოდ, კი იმაზე, თუ რა ნომერ მაისურს მოირგებს ხვიჩა კვარაცხელია თუ იგი "ბლანკოსში" გადაბარგდება.

წყაროს ცნობით, კი, ეს დიდი ალბათობით 14 ნომერი იქნება. მოგეხსენებათ, ხვიჩას კუმირი გუტი ერნანდესია, რომელიც "რეალში" სწორედ 14 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.

მართალია, 77 უკვე კვარასთვის საფირმო გახდა, თუმცა თუ ტრანსფერი მართლაც შედგა, იგი ლალიგაში ამ ნომერს ფიზიკურად ვერ აიღებს, რადგან ეს ესპანურ წესებს ეწინააღმდეგება.


Facebook კომენტარები