1 წლის წინ
120 მილიონი ფორვარდის სანაცვლოდ - "რეალს" ახალი სამიზნე ჰყავს
120 მილიონი ფორვარდის სანაცვლოდ - "რეალს" ახალი სამიზნე ჰყავს
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" სამიზნეთა სიას პორტუგალიელი ფორვარდი გონსალო რამოსი დაემატა.

მოგეხსენებათ, კლუბი კარიმ ბენზემას შემცვლელის ძიებაშია, რომელიც უკვე ასაკშია და ამავდროულად, მიმდინარე სეზონში ხშირი ტრავმებიც აწუხებს.

აქედან გამომდინარე, მადრიდელები ერთ-ერთ კანდიდატურად სწორედ "ბენფიკას" ცენტრალურ თავდამსხმელს მოიაზრებენ.

აღსანიშნავია, რომ მისი ტრანსფერი მცირე თანხა ნამდვილად არ დაჯდება, ვინაიდან მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 120 მილიონია მითითებული.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსის" ინტერესის სფეროშია ასევე ერლინგ ჰოლანდიც, რომელზეც დაიწერა, რომ ზაფხულში მადრიდელები გარკვეულ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.


Facebook კომენტარები