1 წლის და 10 თვის წინ
"რეალი" კლუბს უკვე შეხვდა - ვის ტრანსფერზე მუშაობს "სამეფო გუნდი"
ავტორი
Aa
ცნობილი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი სამიზნე გაბრი ვეიგა იქნება.
"სელტას" 20 წლის ნახევარმცველი შესანიშნავ სეზონს ატარებს, რის გამოც უამრავი ევროპული გრანდის მხრიდან დაიმსახურა ინტერესი.
"ბლანკოსის" გარდა, ვეიგას ტრანსფერზე "იუნაიტედი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და კიდევ უამრავი კლუბი აპირებს მუშაობას.
ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია "სამეფო გუნდის" ხელმძღვანელები "სელტას" წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ფეხბურთელის თაობაზე ისაუბრეს.
ესპანელი მოთამაშე ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, თუმცა ასევე შეუძლია ცენტრალური ნახევარმცველის როლის მორგებაც.
მიმდინარე სეზონში, გაბრიმ 28 მატჩში 8 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
1 თვის და 3 კვირის წინ
"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
2 თვის და 2 კვირის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
3 თვის და 2 კვირის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე