1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია: სად სურს რონალდუს კარიერის დამთავრება - "ალ-ნასრი" დასასრული არ არის!
ცნობილია: სად სურს რონალდუს კარიერის დამთავრება - "ალ-ნასრი" დასასრული არ არის!
ავტორი
Aa

მოულოდნელად, კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და კარიერა საუდის არაბეთში, კერძოდ კი "ალ-ნასრიში" გააგრძელა.

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის მიზეზი სკანდალური ინტერვიუ იყო, სადაც რონალდუ კლუბს ძალიან უხეშად აკრიტიკებდა. 

პორტუგალიელ ლეგენდასა და კლუბს შორის კონტრაქტი გაწყდა, კრიშტიანუ თავისუფალი აგენტი გახდა და კარიერაში პირველად, ევროპული ფეხბურთი მიატოვა. 

Record-ის ინფორმაციით, რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში არ დაასრულებს და მისი მიზანია, რომ ბოლო სეზონი სამშობლოში, "სპორტინგში" გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს "ალ-ნასრისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები