1 წლის წინ
"დაივიწყეთ კვარაცხელია, რადგან..." - რომანოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია
"დაივიწყეთ კვარაცხელია, რადგან..." - რომანოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი
Aa

"ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხად იქცა.

კვარადონა იტალიურ გუნდში საოცრებების კეთებას განაგრძობს და ბუნებრივიცაა, რომ მის მიმართ დიდი ყურადღებაა მიპყრობილი.

საქმე არა მარტო მედიას, არამედ უკვე კლუბებსაც ეხებათ, რომლებიც ხვიჩას დამატებით ინტერესდებიან. მათ შორისაა მადრიდის "რეალიც."

აღნიშნულ თემაზე ახალ ცნობებს ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ჟურნალისტი წერს, რომ კვარას დამატებით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ამ მომენტისთვის, მოლაპარაკებები, რომელიც ქართველს შეეხება უნდა დაივიწყონ, რადგან არც მარტში, არც აპრილში და არც მაისში, ეს არ მოხდება, ვინაიდან "ნაპოლი" ამ მომენტისთვის სეზონის დასვნით ნაწილზეა ორიენტირებული.

მოგეხსენებათ, გუნდი სერია ა-ს დიდი უპირატესობით ლიდერობს და ამავდროულად, იტალიელები ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ასპარეზობენ.


Facebook კომენტარები