2 წლის და 5 თვის წინ

ედერსონი: "რეალის ფეხბურთელებს ვესაუბრე და დიდი შანსია, ანჩელოტი ბრაზილიის მწრთვნელი გახდეს"

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, გასულ პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ კარლო ანჩელოტი, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მწრთვნელი გამხდარიყო.
ეს თემა ბოლო დროს ოდნავ განელდა, თუმცა ამ პერიოდში "ბლანკოსის" არც თუ სახარბიელო თამაშების შემდეგ, მედიამ კარლოს მადრიდული მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
აღნიშნულ თემაზე "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა მეკარემ ედერსონ მორაეშმაც ისაუბრა.
"მილიტაოს, კაზემიროს და ვინის ვესაუბრე და დიდი შანსია, ანჩელოტი ბრაზილიის მწრთვნელი გახდეს."
"რეალს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვაგდებთ, რის შემდეგაც, კარლოს აქ მოსვლა შეეძლება." - განაცხადა ედერსონმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობებით, მადრიდელები ანჩელოტის იმ შემთხვევაში დაემშვიდობებიან, თუ ის ამ სეზონში ტიტულს ვერ მოიგებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 3 კვირის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
2 თვის და 3 კვირის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
2 თვის და 3 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას