1 წლის და 1 თვის წინ
სასუხარულო ინფორმაცია - "რეალი" კვარას აქტიურად აკვირდება
სასუხარულო ინფორმაცია - "რეალი" კვარას აქტიურად აკვირდება
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისა" და ხვიჩა კვარაცხელიას კავშირზე მედიამ აქამდე უკვე არაერთი ინფორმაცია გაავრცელა.

ამჯერად, საინტერესო ცნობებს Fichajes გვაწვდის. წყაროს ინფორმაციით, "სამეფო გუნდი" "ნაპოლის" ქართველ შემტევს აქტიურად აკვირდება და არის შანსი, მომდევნო ზაფხულისთვის კვარა მადრიდელთათვის ერთ-ერთი სასურველი მოთამაშე იყოს.

მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე, ხვიჩამ ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. მათ შორისაა "რეალიც". 22 წლის ქართველი სერია ა-ს დაპყრობას აგრძელებს, წერს ზემოთ აღნიშნული გამოცემა.

თუ "ბლანკოსმა" კვარას შეძენა მართლაც განიზრახა, ამისთვის მათ საკმაო თანხის გაღებაც მოუწევს, რადგან როგორც იწერება, "პარტენოპეი" მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნიზე ერთად 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები