2 წლის და 1 თვის წინ
ენდრიკისთვის ბრძოლა "რეალმა" მოიგო
ავტორი
Aa
ენდრიკისთვის გამართული სატრანსფერო ბრძოლა "რეალმა" მოიგო, - იუწყება UEL Desporte.
ბრაზილიელი სუპერტალანტით "ბარსელონა", "ჩელსი" და "პსჟ" ინტერესდებოდნენ, თუმცა "პალმეირასი" მადრიდულ გრანდს შეუთანხმდა.
ბონუსების, გადასახადებისა და კომპენსაციების გათვალისწინებით, "სამეფო კლუბის" მიერ გადასახდელი თანხა 70 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
"ბლაუგრანას" 16 წლის თავდამსხმელის დამატების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ფინანსური ბარიერი გადაულახავი აღმოჩნდა. კლუბს ენდრიკის ტრანსფერისთვის საჭირო სახსრები უბრალოდ არ გააჩნია.
ენდრიკი ევროპაში 2024 წელს, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე გადმობარგდება.
ბრაზილიის სერია ა-ში წელს ჩატარებულ 7 მატჩში ახალგაზრდა შემტევმა 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
1 თვის და 3 კვირის წინ
"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
2 თვის და 2 კვირის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
3 თვის და 2 კვირის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე