1 წლის და 1 თვის წინ
"რეალის" ლიდერი რონალდუსთან მიდის?! - მოულოდნელი ამბავი
"რეალის" ლიდერი რონალდუსთან მიდის?! - მოულოდნელი ამბავი
ავტორი
Aa

ესპანელი ჟურნალისტის სანტი აუნას ინფორმაციით, არის შანსი, რომ ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

მისი ცნობით, ამ მომენტისთვის, უფრო მოსალოდნელია, რომ ხორვატმა "სამეფო გუნდი" დატოვოს, ვიდრე ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

ჟურნალისტი იტყობინება, რომ თუ მოდრიჩი გუნდიდან წავა, მისი შემდეგი კლუბი "ალ ნასრი" იქნება.

მოგეხსენებათ, ამ კლუბში კრიშტიანუ რონალდუ ირიცხება და ხელმძღვანელობის სურვილიც სწორედ გუნდში ვარსკვლავების მოყვანაა.

სანტი წერს, თუ მადრიდელები ჩათვლიან, რომ ლუკას გუნდისთვის სარგებლის მოტანა კვლავ შეეძლება, მასთან კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებენ.


Facebook კომენტარები