2 წლის და 9 თვის წინ
მთავარი კანდიდატი შერჩეულია - ვინ შეცვლის ანჩელოტის "რეალში"
მთავარი კანდიდატი შერჩეულია - ვინ შეცვლის ანჩელოტის "რეალში"
ავტორი
Aa

უკვე აქტიურად იწერება, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდული კარიერა, შესაძლოა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი წელს ლალიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შეძლებს.

ბუნებრივია, ადვილი არც ერთია და არც მეორე. შესაბამისად, ლოგიკურიცაა, რომ ამ თემაზე მედია ახალი ცნობების გავრცელებას არ წყვეტს.

პრესაში აქტიურად განიხილება, თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს იტალიელი სპეციალისტი.

Diario AS-ის ინფორმაციით, კი მადრიდში ფიქრობენ, რომ რაულ გონსალესი ამისთვის იდეალური ვარიანტია. ბორდის აზრით, ესპანელი სპეციალისტი უკვე მზად არის, რომ პირველი გუნდი ჩაიბაროს.

მოგეხსენებათ, ამჟამად "ბლანკოსის" ლეგენდა ახალგაზრდული გუნდის მწრთვნელია. 

ასე რომ, "რეალში" ანჩელოტის შემცვლელის მთავარ კანდიდატურად რაულ გონსალეს ბლანკოს განიხილავენ.


Facebook კომენტარები