3 წლის და 1 თვის წინ
რონალდუ: "კარიერის დასრულებას ამ კლუბში ვისურვებდი"
რონალდუ: "კარიერის დასრულებას ამ კლუბში ვისურვებდი"
ავტორი
Aa

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალი" 2018 წელს დატოვა, გულშემატკივრების მის წასვლას ამ დრომდე განიცდიან.

ქომაგებს იმედს ის განცხადებაც აძლევს, რომელიც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "სამეფო კლუბის" დატოვებამდე 6 თვით ადრე გააკეთა.

"თუ შესაძლებელი იქნება, კარიერის დასრულებას "რეალში" ვისურვებდი". 

რონალდუს ამ განცხადებას შემდეგ ზიდანიც გამოეხმაურა: "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიშტიანუს ასეთი სურვილი აქვს. რეალი მისი სახლია. იმედი მაქვს, იგი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა შეუძლია მას მოედანზე".

სამწუხაროდ, პორტუგალიელის გეგმები სრულიად შეიცვალა, თუმცა, ვინ იცის, იქნებ კარიერის ბოლოს რონალდუ მადრიდს დაუბრუნდეს.


Facebook კომენტარები