1 წლის და 1 თვის წინ
ანჩელოტი აზარზე: "აქ იმისთვის არ ვარ, რომ თითოეულ მოთამაშეს სათამაშო დრო მივცე"
ანჩელოტი აზარზე: "აქ იმისთვის არ ვარ, რომ თითოეულ მოთამაშეს სათამაშო დრო მივცე"
ავტორი
Aa

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს ედენ აზარს მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კარლო ანჩელოტის ჰკითხეს.

"აზარი? აქ იმისთვის არ ვარ, რომ თითოეულ მოთამაშეს სათამაშო დრო მივცე. აქ მხოლოდ მატჩების მოსაგებად ვარ.

"არავის არ ვუყურებ თუ რამდენი წლისაა, რამდენს შოულობს იგი. მხოლოდ გამარჯვებისთვის ვარ აქ", - განაცხადა კარლომ.

მოგახსენებთ, რომ აზარმა ბოლო 3 იანვარს, კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ითამაშა.


Facebook კომენტარები