1 წლის და 1 თვის წინ
"ანჩელოტიმ მომცა ის, რაც აქამდე არ მქონდა" - ლევანდოვსკის კომენტარი "კლასიკოს" წინ
"ანჩელოტიმ მომცა ის, რაც აქამდე არ მქონდა" - ლევანდოვსკის კომენტარი "კლასიკოს" წინ
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "ელ კლასიკოს" წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, პოლონელმა მადრიდის "რეალის" მთავარ მწერთვნელზე კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.

"კარლომ წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა შემძინა. მან მომცა ის, რაც აქამდე არ მქონდა.

"მისთვის მთავარია კარგი პიროვნება იყო და არაა საჭირო, მასთან ერთად ტაქტიკებსა და მსგავს საკითებზე ისაუბრო.

"ანჩელოტი არის ადამიანი, რომლისგანაც შეგიძლია, ძალიან ბევრი რამ ისწავლო", - განაცხადა პოლონელმა.

მოგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი და კარლო ერთად მიუნხენის "ბაიერნში", 2016-17 წლებში მუშაობდნენ.


Facebook კომენტარები