1 წლის და 1 თვის წინ
სუპერ გუნდი - როგორი იქნება "რეალის" შემადგენლობა კვარასთან ერთად
სუპერ გუნდი - როგორი იქნება "რეალის" შემადგენლობა კვარასთან ერთად
ავტორი
Aa

"ნაპოლის" ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ.

მედია-გამოცემები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყოველდღიურად წერენ.

ამას ემატება კვარას სიმპათიები ამ კლუბისა და მისი ლეგენდის გუტი ერნანდესის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, კარგ ისტორიას უდევს სათავეს, რადგან "ბლანკოსი" სწორედ ხვიჩას ოცნების გუნდია.

საინტერესოა, თუ როგორი იქნება მადრიდელთა შემადგენლობა, თუ ხვიჩას ტრანსფერი მართლაც შედგა.

მოგეხსენებათ, ამ პოზიციაზე ვინისიუსი თამაშობს და ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.

თუმცა El Chiringuito-ს ჟურნალისტი ნიკო როდრიგესი ამბობს, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ ხვიჩა "რეალში" მოვა, რადგან ბრაზილიაში ვინი მარჯვენა ფლანგზეც კარგად თამაშობდა. ვარიანტია, კვარას ცენტრში თამაშიც.

ასე რომ, ეს "სამეფო კლუბისთვის" დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, შეიძლება გუნდის თერთმეტეული ასე დაკომპლექტდეს.

კურტუა, ალაბა, რუდიგერი, მილიტაო, მოდრიჩი, კროოსი, ჩუამენი, კვარა, ბენზემა, ვინი.


Facebook კომენტარები