5 დღის და 11 საათის წინ

სიტუაცია შეიცვალა - პედრი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს

ავტორი
Aa
პედრი მადრიდის "რეალთან" კვირას გასამართ მატჩს გამოტოვებს, - იუწყება ხავი მიგელი.
Diario AS-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, დღევანდელი სავარჯიშო სესია ესპანელმა ნახევარმცველმა დისკომფორტით ჩაამთავრა.
აღსანიშნავია, რომ პედრი ვერც ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში.
ტონი ხუანმარტის თქმით, გონსალესის მონაწილეობა საეჭვოა არა მხოლოდ 19 მარტს, არამედ 5 აპრილს ჩასატარებელ "ელ კლასიკოშიც". შანსი იმისა, რომ მან მთლიანად გამოტოვოს კოპა დელ რეის ნახევარფინალური დუელი, საკმაოდ დიდია.
როგორც ჩანს, პედრის რეაბილიტაციის პროცესი დაანონსებული სიჩქარით ვერ წარიმართა, კატალონიელებს კი გარისკვა არ უნდათ.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა 7 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის წინ

ხვიჩას აგენტმა დაადასტურა - "რეალი" კვარას დამატებით ინტერესდება
1 თვის და 2 კვირის წინ

ამაზე ნაკლებად გამორიცხულია - "ნაპოლიმ" კვარას ფასი დაასახელა
3 თვის და 1 კვირის წინ

ვის განიხილავს პერესი ანჩელოტის შემცვლელად
3 თვის და 1 კვირის წინ

გეგმები იცვლება - რას ფიქრობს ზიდანი "რეალში" მესამედ დაბრუნებაზე