1 წლის და 9 თვის წინ
"თეთრ მაისურს ვიცვამდი და ზურგზე მის სახელს ვიწერდი" - კვარა "რეალის" ლეგენდაზე
"თეთრ მაისურს ვიცვამდი და ზურგზე მის სახელს ვიწერდი" - კვარა "რეალის" ლეგენდაზე
ავტორი
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ "Corriere dello Sport"-თან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, ქართველმა თავისი პირველი და ახლანდელი კუმირის შესახებ ისაუბრა.

"კრიშტიანუ როანლდუ ჩემი კერპია, თუმცა პირველი კუმირი მადრიდის "რეალის" ლეგენდა გუტი იყო.

"როდესაც გარეთ ქუჩაში ფეხბურთის სათამაშოდ გავდიოდი, თეთრ მაისურს ვიცვამდი და ზურგზე მის სახელს ვიწერდი", - თქვა კვარამ.

აქვე გეტყვით, რომ როგორც ხვიჩამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, პირველი ფეხბურთელი, ვინც მას ფეხბურთი შეაყვარა სწორედ გუტი იყო.


Facebook კომენტარები