1 წლის და 1 თვის წინ
"არც კი ვიცი რეალს სჭირდება თუ არა" - რა განცხადება გაკეთდა კვარაზე
"არც კი ვიცი რეალს სჭირდება თუ არა" - რა განცხადება გაკეთდა კვარაზე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში მადრიდის "რეალისა" და ხვიჩა კვარაცხელიას კავშირზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

მადრიდელთა ინტერესი თავად "ნაპოლის" ქართველი შემტევის აგენტმა მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა.

აღნიშნულ თემაზე, საინტერესო კომენტარს იტალიელი ჟურნალისტი ბრუნო ლონგი აკეთებს.

"ნაპოლიმ ხვიჩას სახით საოცარი ფეხბურთელი დაიმატა. 10 მილიონი იმისთვის, რასაც ხვიჩა მოედანზე აკეთებს, მართლაც დაბალი ასია."

"რეალის ინტერესი? ხვიჩა ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. მათ შორის მადრიდში თამაშსაც, თუმცა მეორე საკითხია, თუ რამდენად სჭირდება ბლანკოსს ამ მომენტისთვის იგი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მის პოზიციაზე კარლო ანჩელოტის ვინისიუსი ჰყავს", - ამბობს ბრუნო.


Facebook კომენტარები