1 წლის და 9 თვის წინ
საინტერესო ტაქტიკა - როგორ აპირებს ჩავი "რეალის" დამარცხებას
საინტერესო ტაქტიკა - როგორ აპირებს ჩავი "რეალის" დამარცხებას
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, 19 მარტს "ბარსელონას" ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი ელის, რომელშიც გუნდი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. 

წელს ორი "ელ კლასიკო" ვიხილეთ და ორივე კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იანვარში შემდგარი მატჩი გახლდათ, რომელიც ესპანეთის სუპერთასის ფინალის ეგიდით შედგა. "ბლაუგრანამ" ის შეხვედრა ანგარიშით 3:1 მოიგო. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რომ იმ მატჩის წარმატების ფორმულას ჩავი კვირასაც გამოიყენებს. 

"ბარსას" მთავარი იარაღი მაღალი პრესინგი და შემტევი ფეხბურთი იქნება. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ეცდებიან, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები თავიანთ ნახევარზე გამოკეტონ. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსხვავებით წინა "კლასიკოსგან", ჩავის განკარგულებაში იქნებიან ისეთი ლიდერები, როგორებიც პედრი გონსალესი, ანდრეას კრისტენსენი და რობერტ ლევანდოვსკი არიან. 

ცნობისთვის, "ბარსელონასა" და "რეალის" მომდევნო ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები