1 წლის და 10 თვის წინ
"იუნაიტედი" "რეალის" ფეხბურთელისთვის შეთავაზებას ამზადებს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფედერიკო ვალვერდეს დამატებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას სურს ისარგებლოს იმით, რომ 24 წლის ურუგვაელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საუკეთესო ფორმაში არ არის და ფეხბურთელის ფასი 65 მილიონ ევრომდე ჩამოიყვანოს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ვალვერდეს მადრიდული კლუბიდან წასვლაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის "სამეფო კლუბში" ტრანსფერმა.
ცნობისთვის, ვალვერდეს მადრიდის "რეალთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
1 თვის და 3 კვირის წინ
"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
2 თვის და 2 კვირის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
3 თვის და 2 კვირის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე