1 წლის და 1 თვის წინ
"რეალის" მოთხოვნა მბაპეს - რა უნდა გააკეთოს კილიანმა "რეალში" ტრანსფერისთვის
"რეალის" მოთხოვნა მბაპეს - რა უნდა გააკეთოს კილიანმა "რეალში" ტრანსფერისთვის
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს საგა თავიდან იწყება.

ამბავი, რომელიც უკვე დიდი ხანია მედიის განხილვის მთავარ საკითხად რჩება, კვლავ აქტუალური ხდება, ვინაიდან ფრანგი გადაწყვეტილებას, რომელიც გასულ ზაფხულს მიიღო ნანობს, როგორც ამას პრესის მიერ მოწოდებული ცნობებიდან ვიგებთ.

იწერება, რომ კილიანს "ბლანკოსში" თამაში ისევ სურს, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივი იქნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობებს Pacojo ავრცელებს. ჟურნალისტის ინფორმაცით, "რეალი" მბაპეს დამატებას მაშინ ეცდება, თუ იგი საჯაროდ მოითხოვს "პარი სენ-ჟერმენის" დატოვებას.

ამის შემდეგ, მადრიდელები უკვე სერიოზულად დაფიქრდებიან, რომ ის გეგმები, რაც მათ წინა წელს ჰქონდათ, აღსრულებაში კვლავ მოიყვანონ.


Facebook კომენტარები