2 წლის და 9 თვის წინ
ბენზემა გამოჯანმრთელდა - ფრანგი "ლივერპულისთვის" მზადაა
ბენზემა გამოჯანმრთელდა - ფრანგი "ლივერპულისთვის" მზადაა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" შემტევს კარიმ ბენზემას ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მან გასული მატჩები გამოტოვა.

თუმცა Marca-ს ინფორმაციით, ფრანგს კოჭის არეში დაზიანება აღარ აქვს და იგი "ლივერპულთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

იწერება, რომ კარიმი მერსესაიდელებთან შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" - "ლივერპულის" მატჩი ხვალ გაიმართება. წინა დაპირისპირება მადრიდელთა გამარჯვებით 2:5 დასრულდა.


Facebook კომენტარები