1 წლის და 1 თვის წინ
არა მარტო კვარა - ანჩელოტის "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავი სურს
არა მარტო კვარა - ანჩელოტის "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავი სურს
ავტორი
Aa

Defensa Central მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ახალ, საინტერესო ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "სამეფო გუნდმა" თვალი "ნაპოლის" სუპერვარსკვლავს დაადგა.

როგორც იწერება, ანჩელოტიმ "რეალს" ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი მოსთხოვა, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არაა და ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა.

მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა ბოლო პერიოდში მუდმივად ტრავმიანობს და კარლოს აზრით, "ნაპოლის" 9 ნომერს მისი ჩანაცვლება შეუძლია.


Facebook კომენტარები